ლევან კობიაშვილმა ბელგრადში უეფა-ს აღმასკომში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT

19:17, 03.04.2025

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უეფა-ს 49-ე კონგრესი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრებმა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესის დასასრულს გაიმართა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტისა და ფიფა-ს საბჭოს წევრების არჩევნები.

კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექეტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.

კონგრესამდე, 2 აპრილს სერბეთის დედაქალაქში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სფფ-ის პრეზიდენტმა და უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი