ლევან კობიაშვილი - ყველა ადამიანმა უნდა ისიამოვნოს სპორტის საყვარელი სახეობით
ლევან კობიაშვილი - ყველა ადამიანმა უნდა ისიამოვნოს სპორტის საყვარელი სახეობით

დღეს სპორტის საერთაშორისო დღეა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამ დღეს საგანგებო პოსტით გამოეხმაურა.

„მინდა, სპორტში მშვიდობისა და ტოლერანტობის დღეს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო თანასწორობის მნიშვნელობა და ის როლი, რაც ამ მიზნის მიღწევაში სპორტს აქვს. ფეხბურთი და ზოგადად სპორტი, ეკუთვნის ყველას! განურჩევლად ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ისიამოვნოს სპორტის საყვარელი სახეობით. მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა იმის, რომ შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას! ის დღეს გაიმარჯვებს! – ქართული ენა სქესს არ ასხვავებს… რატომ ასხვავებ შენ ?! მადლობა ამ კამპანიისთვის #unwomengeorgia“- წერს ლევან კობიაშვილი.