ლევან კობიაშვილი - „პეტრო არენასა“ და „მიხეილ მესხი 2-ზე“ რეაბილიტაცია მთავრდება და ელიგის მატჩები მალე ისევ ჩატარდება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - „პეტრო არენასა“ და „მიხეილ მესხი 2-ზე“ რეაბილიტაცია მთავრდება და ელიგის მატჩები მალე ისევ ჩატარდება #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი – „პეტრო არენასა“ და „მიხეილ მესხი 2-ზე“ რეაბილიტაცია მთავრდება და ელიგის მატჩები მალე ისევ ჩატარდება

„პეტრო არენასა“ და „მიხეილ მესხი 2-ზე“ ეროვნული ლიგის თამაშები უახლოეს პერიოდში ისევ გაიმართება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა და შექმნილი პრობლემების მიზეზებზეც ილაპარაკა.

„ბოლო წლებში, ორივე სტადიონის საფარი ძალიან გადატვირთული იყო, რადგან ამ მოედნებს ბევრი კლუბი იყენებდა, რომლებსაც საკუთარი სტადიონი არ გააჩნია. ორივე სტადიონზე გასულ წელს იმაზე მეტი თამაში ჩატარდა, ვიდრე ეს დასაშვები იყო. ამის გამო „მიხეილ მესხი 2“-ზე და „პეტრიაშვილი არენაზე“ ზედმეტი დატვირთვისგან საფარი დაზიანდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუშაოების მიმდინარეობაზეც ილაპარაკა: „პრობლემის მოგვარება წლის დასაწყისში დავიწყეთ, ორივე საფარის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს და ეს სტადიონები თამაშებისთვის ამიტომაც დაიკეტა, მაგრამ სავარაუდოდ, ორივეგან სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მალე მზად იქნება. თამაშების ჩატარება კი დააახლოებით ეროვნული ლიგის მესამე წრისთვის იქნება შესაძლებელი“.

შეგახსაენებთ, რომ „მიხეილ მესხი 2“ და „დავით პეტრიაშვილი არენა“ ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაშია, ძირითადად ეროვნული ჩემპიონატისა და თასის მატჩების გასამართად გამოიყენება, მაგრამ საერთაშორისო მატჩებიც ტარდება. 2020 წელს „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპის ლიგის შეხვედრები ჩაატარა, ხოლო ქალთა გუნდმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამართა.