ლევან კობიაშვილი - პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო უეფას კომიტეტის პირველი ქართველი ხელმძღვანელი
ლევან კობიაშვილი - პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო უეფას კომიტეტის პირველი ქართველი ხელმძღვანელი
ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„2023 წლამდე უეფას ფეხბურთის კომიტეტს ვუხელმძღვანელებ. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო პირველი ქართველი ამ პოზიციაზე! მადლობა ნდობისთვის“, – წერს ლევან კობიაშვილი.
უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატურა ბაქოში გამართულ უეფას აღმასკომზე დაამტკიცეს.