ლევან კობიაშვილი - მოთამაშეთა დაზღვევა პრობლემა იყო, ამაზე ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა ქალ ფეხბურთელთა დაზღვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, პარტნიორ კომპანიასთან ერთად, სრულად უზრუნველყოფს ქალთა პირველი და მეორე ლიგის ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას.
„ჩემი გუნდისთვის ქალთა ფეხბურთის განვითარება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. წლების განმავლობაში ფეხბურთელი გოგონების ჯანმრთელობის დაზღვევა პრობლემა იყო.
დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ქალთა ლიგაში მოთამაშე გოგონები სრულად უზრუნველვყოთ სპორტული დაზღვევით, რის საფასურსაც ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს. მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც განვაგრძობთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
მეტი სიცხადისთვის, სპორტში ტრავმიანობის დიდი რისკის გამო სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა კლუბებთან და საფეხბურთო სკოლებთან თანამშრომლობას ერიდება. პროფესიულ თუ საბავშვო ასაკში მიღებული დაზიანებით კარიერა ბევრ მოთამაშეს დაუსრულებია, რადგან კლუბებს მათი მკურნალობის საშუალება არ ჰქონიათ.