ლევან კობიაშვილი - კანკავა ახალგაზრდებისთვის მაგალითია
ლევან კობიაშვილი - კანკავა ახალგაზრდებისთვის მაგალითია
სასტუმრო „შერატონში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა დაასახელეს.
 
საქართველოს ნაკრების კაპიტანს წარმატება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიულოცა. მისი თქმით, კანკავა ამ აღიარებას იმსახურებდა.
„ჯაბა გამორჩეული ადამიანი და ფეხბურთელია და ვულოცავ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას – მან ეს დაიმსახურა. ჯაბასთვის ეს დაფასება განსაკუთრებული მოტივაცია იქნება შემდეგი თამაშებისთვის, განსაკუთრებით ბელარუსთან მარტში გასამართ მატჩამდე, რომელზეც ბევრს ვლაპარაკობთ. კანკავა ახალგაზრდებისთვის ნამდვილი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი. 2020 წელს ჯაბას წარმატებებს ვუსურვებ“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.