ლევან კობიაშვილი - გულშემატკივრებს უკეთესი ჩემპიონატი უნდა შევთავაზოთ
ლევან კობიაშვილი - გულშემატკივრებს უკეთესი ჩემპიონატი უნდა შევთავაზოთ
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ (2:0) შეხვედრას დაესწრო და ქვეყნის ახალ ჩემპიონს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი გადასცა.
სფფ-ს თავკაცმა განვლილი სეზონი შეაჯამა და არ დამალა, რომ უკეთესი ჩემპიონატის მოლოდინი გააჩნია.
„უპირველესად, „დინამოს“ გამარჯვებას ვულოცავ, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა. საერთოდ, საკმაოდ ბევრი პოზიტივი გვქონდა, მაგალითად ბათუმის „დინამო“ გამოდგება. მიმაჩნია, რომ კარგი ჩემპიონატი გამოგვივიდა, მაგრამ უფრო მეტი გვსურს – ჩემი და ჩვენი გუნდის დიდი სურვილია, რომ უფრო ძლიერი გუნდები გვყავდეს და მომავალში გულშემატკივრებს უფრო უკეთესი ჩემპიონატი შევთავაზოთ“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.