ლევან კობიაშვილი - გლდანისა და სხვა ახალი სტადიონების მშენებლობაზე სახელმწიფოს ფულს არ მოვთხოვთ
ლევან კობიაშვილი - გლდანისა და სხვა ახალი სტადიონების მშენებლობაზე სახელმწიფოს ფულს არ მოვთხოვთ
„ამ სტადიონებით უბნებში არსებული გუნდები და საფეხბურთო სკოლები ისე ისარგებლებენ, რომ არანაირი გადასახადი არ ექნებათ. მათ ზრუნვა მხოლოდ ერთზე მოუწევთ – იმუშაონ სწორად, ბევრი ბავშვი რომ მოიზიდონ და სწორად გაზარდონ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მომავალი პროექტები დააანონსა და განაცხადა, რომ ამ სტადიონების აშენებაზე სახელმწიფოს სახსრებს არ მოსთხოვენ.
„ჩვენი პრიორიტეტი თბილისის ყველა უბანში სტადიონის აშენებაა, რომელიც უპირველესად ბავშვთა ფეხბურთს მოემსახურება. მთავარია, რომ ამ პროექტების განხორციელებაში სახელმწიფოს სახსრებს არ ვითხოვთ. ყველაფერს ფეხბურთის ფედერაცია „ფიფას“ და „უეფას“ დახმარებით განახორციელებს. ძალიან მიხარია, რომ თბილისის მერი, ბატონი კახი და დედაქალაქის საკრებულო ამ პროექტს გვერდით უდგანან და მხარს უჭერენ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების განხორციელების შედეგებს რამდენიმე წლის შემდეგ დავინახავთ“.
დატოვე კომენტარი