ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

ლევან კობიაშილმა განაცხადი ფეხბურთის ფედერაციის სამდივნოში უკვე შეიტანა. ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს, სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება.
კობიაშილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ჯერჯერობით ხმის უფლების მქონე 27-მა სუბიექტმა წარადგინა.

ფედერაციის სამდივნოში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 21 იანვრამდე გაგრძელდება. ჯერჯერობით განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ლევან კობიაშილს აქვს შეტანილი.

შეგახსნებთ, რომ ლევან კობიაშილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტან 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

„დღეს უკვე ოფიციალურად შევიტანე განაცხადი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ და არანაკლებ მოტივირებული ვარ ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო. პირველ რიგში, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ კიდევ ერთხელ დამიჭირეს მხარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. როგორც ჩემი, ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი. ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს. თუ კიდევ ერთხელ მომეცემა იმის საშუალება, რომ ვუხელმძღვანელო ჩემთვის საყვარელ სფეროს ეს ძალიან დიდი პატივი იქნება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

განცხადება ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც გააკეთა.

„28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2019 წლის რიგით ყრილობის თარიღად 15 თებერვალი განსაზღვრა. ამასთან ერთად არის საარჩევნო წელი და აირჩვიან აღმასკომის წევრები მომდევნო ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტობის კანდიდატურად რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და ამ დროისთვის სფფ-ის 30 წევრიდან 27-მა შემოიტანა განაცხადი. და ყველა მათგანი მხარს ლევან კობიაშვილს უჭერს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მედია საშუალებებსა და საზოგადოებას უკვე დასრულებული პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა მუჯირმა.