ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
სასტუმრო ჰუალინგში დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილი ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ, მეორე ვადით აირჩიეს.
დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაში ცვლილებები არ მომხდარა. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
