ლევან კობიაშვილი - ევრო 2023-ზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შანსი მაინც გვექნება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - ევრო 2023-ზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შანსი მაინც გვექნება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოში გასამართი 21-წლამდელთა ევრო 2023-ის წილისყრის შედეგები შეაფასა, სადაც ჩენი მეტოქეები პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იქნებიან.

„მე არ ვიცი, როგორი უნდა ყოფილიყო უფრო იოლი ან მარტივი ჯგუფი. თუმცა, შეიძლებოდა, რომ მესამე კალათიდან შედარებით იოლი მეტოქე ამოსულიყო. თუმცა, მთლიანობაში, თუ გადავხედავთ, რომელი ქვეყნები გავიდნენ ფინალურ ეტაპზე, ყველა ძლიერი ნაკრებია.

ამ ჩემპიონატზე მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან ყველას უნდა და ყოველთვის ამას ტოპ-ქვეყნები ახერხებენ. ასე რომ, საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა, შანსი აუცილებლად გვექნება, ამაში დარწმუნებული ვარ და ვეცდებით, მაქსიმალურად წარმატებით ვითამაშოთ. ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გუნდს გააჩნია, თუ თამაშებს გადავხედავთ. ინგლისთან მოგება გავიხსენოთ. ნამდვილად კარგი თაობა და კარგი მწვრთნელი გვყავს. იმედია, მოსამზადებელ პროცესს ასევე გავაგრძელებთ და რთული მოწინააღმდეგეების მიუხედავად, ჩვენს შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.