ლევან კობიაშვილი - ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ ქულების აღება ყველასთან შეიძლება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ ქულების აღება ყველასთან შეიძლება #1TVSPORT

ევრო2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შეაფასა.

„საკმაოდ საინტერესოა ჯგუფია, რომელსაც ესპანეთის სახით ფავორიტი ჰყავს. ეს ცხადია ყველასთვის და მათ შორის ჩვენთვისაც.

რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს (შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი), მათთან და მათ შორის ესპანეთთან, თამაშის გამოცდილება გვაქვს.

მთლიანობაში, ყველა გუნდთან შეიძლება ქულების აღება, თამაშის მოგება. ჩვენ გუნდს აუცილებლად ექნება შანსი, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც არის ჩვენი სურვილი და ოცნება.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მინდა ჩვენ გუნდს და სამწვრთნელო შტაბს წარმატებები ვუსურვო.

დარწმუნებული ვარ, რომ ის ეროვნული ნაკრების წარმატებული სვლა გაგრძელდება და წარმატებას ერთად მივაღწევთ“, – აცხადებს სფფ-ის პრეზიდენტი.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს ფრანკფურტში გაიმართა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ 53 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.