ლევან კობიაშვილი - დადგა იმის დროც და საჭიროებაც, რომ უეფა-ს აღმასკომში კანდიდატურა წარმედგინა #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - დადგა იმის დროც და საჭიროებაც, რომ უეფა-ს აღმასკომში კანდიდატურა წარმედგინა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა 2023 წელს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებზე, რომელშიც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

„უეფა-ს აღმასკომის წევრებს 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში აირჩევენ. მომავალი წელი უეფა-ში საარჩევნო წელია და, აღმასკომის წევრების გარდა, პრეზიდენტის არჩევნებიცაა.

საკმაოდ დიდი დრო არის, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. ცხადია, ურთიერთობა მაქვს უეფა-ს ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. მგონი, დადგა იმის დროც და საჭიროებაც, რომ ეს სურვილი გამომეთქვა. მიხარია, რომ სფფ-ის აღმასკომის წევრებისგან და საზოგადოებისგან არის მხარდაჭერა.

თუ უეფა-ს აღმასკომში ამირჩიეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამ როლში ნდობას ქართველს გამოუცხადებენ. იმედია, რომ ეს ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება,“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.