ლევან კობიაშვილი - ბათუმი შესარჩევი ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს
ლევან კობიაშვილი - ბათუმი შესარჩევი ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს

„საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების თამაშის ბათუმში ჩატარებაზე ნამდვილად ვფიქრობთ“ – ეს ლევან კობიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქტუალურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დასმულ კითხვებს ლაივ რეჟიმში უპასუხა.

„უეფას წარმომადგენლებმა სტადიონი ნახეს და მშენებლობაზე ძალიან პოზიტიური შეფასება ჰქონდათ. ობიექტი მარტისთვის მზად იქნება. მანამდე ტესტ-მატჩებია ჩასატარებელი და რამდენიმე ფაქტორი გასათვალისწინებელია, ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ცალსახა პასუხს ახლა ვერ ვიტყვი. თუმცა მომხრე ვარ, ერთა ლიგის ნახევარფინალი ამ არაჩვეულებრივ სტადიონზე გაიმართოს“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილია, რომ ბათუმში ნაკრები თამაშებს გამართავს: „ზოგადად, ბათუმი შესარჩევი ეტაპის თამაშებს ნამდვილად უმასპინძლებს, ეს ჩემზე მეტად არავის უნდა. ჩვენი მიზანია, რომ ეროვნულმა გუნდმა არა მარტო თბილისში, არამედ, რეგიონებში ითამაშოს. მთავარია, ინფარსტრუქტურა ხელს გვიწყობდეს“.