ლევან კობერიძე - ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში დაბარება ძალაშია
ლევან კობერიძე - ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში დაბარება ძალაშია

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში დაბარება ძალაშია.

კობერიძემ უპასუხა ტიკარაძის განცხადებას, რომლითაც ჯანდაცვის მინისტრმა დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან კობერიძეს გუშინ მიმართა, რომ საკომიტეტო მოსმენის საორიენტაციო პერიოდად ივნისის ბოლო კვირა განიხილონ.

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ კანონის თანახმად, კომიტეტში ფრაქციის მიერ დაბარების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, მინისტრი პირველივე კომიტეტის სხდომაზე უნდა გამოცხადდეს ან ფრაქციასთან შეათანხმოს, თუ გადაიდო, რა ობიექტური მიზეზით გადაიდო ეს შეხვედრა.

„ერთი კვირით ადრე უნდა გაეკეთებინა განცხადება. შესაბამისად, დარღვეული აქვს კანონი და მისი დაბარება კვლავ ძალაშია. ჩვენ დავიბარეთ პრაქტიკულ კითხვებზე სასაუბროდ, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ რა არის ჯანდაცვის სამინისტროს მზაობა და მოსაზრება ჰოსპიტალურ სექტორთან მიმართებით; რა არის პროგნოზი ეპიდსიტუაციაზე; რა მაჩვენებლის დროს როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დატოვე კომენტარი