ლევან ხარაბაძე შვეიცარიაშია - „დინამოს“ მცველი „ციურიხში“ ითამაშებს 
ლევან ხარაბაძე შვეიცარიაშია - „დინამოს“ მცველი „ციურიხში“ ითამაშებს 

ლევან ხარაბაძე კარიერას შვეიცარიაში გააგრძელებს. თბილისის „დინამოს“ 18 წლის მცველი სუპერლიგის „ციურიხში“ გადავიდა.

ტრანსფერის ოფიციალური მხარე ჯერ საბოლოოდ არ გაფორმებულა და ამის გამო პირველ არხთან ინფორმაციაზე „დინამოში“ ოფიციალურ კომენტარს ვერ აკეთებენ. თუმცა, თბილისურ კლუბში არ უარყოფენ, რომ 18 წლის მცველის თაობაზე შვეიცარიულ კლუბთან მოლაპარაკება დასრულებულია და რომ ეს იქნება არა სრულფასოვანი კონტრაქტი, არამედ – იჯარა.

ხარაბაძე ქუთაისელია და თამაშიც მშობლიურ ქალაქში დაიწყო, პროფესიონალ ფეხბურთელად კი თბილისის „დინამოში“ ჩამოყალიბდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 2018 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელი ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.