ლევან იზორია - მინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე
ლევან იზორია - მინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე

მინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომელმაც რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„9 აპრილი არის საქართველოს ისტორიის მთავარი იდეისთვის, თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის გამოვლენა.

ამ ბრძოლის შედეგად დაიშალა საბჭოთა იმპერია და მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

მინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.