ლევან იოსელიანმა მხარდამჭერებთან ერთად ველოსიპედებით მსვლელობა მოაწყო
ლევან იოსელიანმა მხარდამჭერებთან ერთად ველოსიპედებით მსვლელობა მოაწყო

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა მხარდამჭერებთან ერთად ველოსიპედებით მსვლელობა მოაწყო. ლევან იოსელიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია მოვუძღვენი იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია. იცით, რომ ვრგავდით ხეებს პლაკატების გაკვრის ნაცვლად და ეს დღეც ასევე სიმბოლურია, რადგან მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, ჯანმრთელი ცხოვრების წესით დაკავდნენ. აუცილებლად მოდით არჩევნებზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი