ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი, მიშელის დოკუმენტის მთავარი შემსრულებელია „ქართული ოცნება“, ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა
ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი, მიშელის დოკუმენტის მთავარი შემსრულებელია „ქართული ოცნება“, ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაზე ადეკვატური და სწორი განცხადება გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, პრეზიდენტმა ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე და იმაზე ისაუბრა, რამ გაუხსნა „ქართულ ოცნებას“ ხელი, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულიყო; მეორე მხრივ, ისაუბრა „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ქმედებაზე, როცა უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი. ამ დოკუმენტის მთავარი შემსრულებელია „ქართული ოცნება“, ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა – პარლამენტში შევიდა, დანარჩენი პუნქტები მმართველ პარტიას უნდა შეესრულებინა და რეფორმებზე მსჯელობა უნდა დაგვეწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე უარი თქვეს“, – განაცხადა იოსელიანმა.