ლევან იოსელიანი – კახა ოქრიაშვილს ორ რამეს ვურჩევ, შეეშვას პოლიტიკას, რადგან ეს ამბავი არ ესმის და წამლები გააიაფოს

17:14, 05.07.2022

კახა ოქრიაშვილს ორ რამეს ვურჩევ, შეეშვას პოლიტიკას, რადგან ეს ამბავი არ ესმის და წამლები გააიაფოს, – ამბობს ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი კოლეგის, კახა ოქრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. იოსელიანი პასუხობს ოქრიაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც: „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

„ბატონ ოქრიაშვილს ორ რამეს ვურჩევ – ერთი, შეეშვას პოლიტიკას, რადგან ეს ამბავი არ ესმის და მეორე, წამლები გააიაფოს და ჩვენს მოქალქეებს საშუალება მისცეს, იაფად იყიდონ წამლები. მის პოლიტიკურ წარსულს არ შევეხები, რადგან ყველა არჩევნებზე სხვადასხვა პარტიაშია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკისგან ძალიან შორსაა. მხოლოდ თავისი სააფთიაქო ქსელი აღელვებს და ეს უკვე ყველამ იცის. ერთხელ ხომ აჯანყდა 2020-ში და პროპორციული არჩევნები ჩააგდო, ახლა არ ვიცი, მიზნად რა აქვს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ არის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი, ვინც ჩვენზე უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

​ჟურნალისტების შეკითხვაზე, აბულინგებს თუ არა კოლეგებს ოქრიაშვილი, იოსელიანმა განაცხადა: „ოქრიაშვილი ჩვენ ვერასოდეს დაგვაბულინგებს, რადგან მისი პოლიტიკური ბიოგრაფია არის მთლიანად მტკიცებულება იმისა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი“.

მსგავსი