ლევან იოსელიანი - დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობას აღარ იყენებენ, პროტესტის ბევრი სხვა ფორმა არსებობს, ადამიანების ჯანმრთელობას რაც აზიანებს, სწორი არ არის
ლევან იოსელიანი - დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობას აღარ იყენებენ, პროტესტის ბევრი სხვა ფორმა არსებობს, ადამიანების ჯანმრთელობას რაც აზიანებს, სწორი არ არის

გაუგებარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება წინასაახალწლოდ რატომ მიიღო, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობას აღარ იყენებენ, პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არსებობს. ადამიანების ჯანმრთელობას რაც აზიანებს, სწორი არ არის.

​„ეს იმ პირობებში, როცა ახლა სამოქალაქო თანხმობაზეა საუბარი და ისინი ამ პროცესში ჩართვაზე უარს არ ამბობენ. შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც. რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მიმაჩნია, რომ ამ ფორმის გამოყენება სწორი არ არის, მაგრამ ეს მათი უფლებაა და კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა პასუხისმგებლობა მათზეა, ამ შიმშილობას რა შეიძლება მოჰყვეს. შიმშილობა ისეთი მოთხოვნებით გამიგია, რაც უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ დამოკიდებულება – გახსენით კარი და გამოუშვით კაცი ციხიდან, ასეთი შიმშილობა არ გამიგია. შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.