ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი ერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელოს ბოიკოტი

14:39, 24.11.2020

პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არანაირი დამოუკიდებელი ერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელოს ბოიკოტი. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, „ლელომ“, „გირჩმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცალკე გაერთიანება შექმნან.

„ამ ერთობის გაჩენა უნდა კითხოთ მათ, ვინც გააჩინა, არანაირი დამოუკიდებელი ერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელოს ბოიკოტი, ვიდრე კონკრეტულად ხელისუფლება არ გადმოდგამს ნაბიჯს​ სიტუაციის განსამუხტად.

არანაირი შემოთავაზება არც იმათგან არ ყოფილა და არც ჩვენგან გამოგვიხატავს სურვილი, რომელიმე ბლოკში ყოფნის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი