ლევან იოსელიანი - ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირებასა და რაღაც განაწილებაში მონაწილეობას არ ვიღებ, სამწუხაროა, რომ „ლელოს“ მსგავს წინადადებებს მედიიდან ვიგებ
ლევან იოსელიანი - ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირებასა და რაღაც განაწილებაში მონაწილეობას არ ვიღებ, სამწუხაროა, რომ „ლელოს“ მსგავს წინადადებებს მედიიდან ვიგებ

ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირებასა და რაღაც განაწილებაში მონაწილეობას არ ვიღებ, სამწუხაროა, რომ „ლელოს“ მსგავს წინადადებებს მედიიდან ვიგებ, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა თემის კომენტირებისას.

​„თვითმმართველობის არჩევნებისთვის რა სახის მთავრობის ფორმირებაზეა საუბარი, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პარლამენტში უნდობლობის პროცედურის საკითხის დაწყება სურს „ლელოს“, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან სერიოზულად არ მიმაჩნია, დღეს ვიდგე და მინისტრების პორტფელების განაწილებაში მონაწილეობა მივიღო იმ პირობებში, როცა უნდობლობის პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა არ არსებობს.

ეს იქნება მოქალაქეებისთვის იმედგაცრუება. ჩრდილოვან კაბინეტებისა და რაღაც განაწილებაში მონაწილეობას არ ვიღებ. სამწუხაროა, რომ „ლელოს“ მსგავს წინადადებებს მედიიდან ვიგებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.