ოძეკების ჯახი ტაკაიასუმ მოიგო | კიუშუ ბაშო [ვიდეო]

წლის დასკვნითი სუპერტურნირის – კიუშუ ბაშოს მე-12 დღეს ქართველი მებრძოლი, ლევან გორგაძე, დადებითი ბალანსით შეხვდა – ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხი.

მისი მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იყო, რომელსაც დღეს ცხრა გამარჯვებით და ორი მარცხი შეხვდა. იაპონელი იმპერატორის თასის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია.

ბრძოლა დაძაბული გამოდგა, ტოჩინოშინმა ცალი ხელით მავაშიზე ჩავლება აიღო, თუმცა შემდეგ უპირატესობა ტაკაიასუმ მოიპოვა, მარცხენა ხელით უვატე-ნაგე შეასრულა და ლევან გორგაძე დოჰიოდან გაიყვანა.

12 დღის შემდეგ ქართველ სეკიტორის ბალანსი გაუნულდა – მის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და ექვსი მარცხია.

ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინი მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივას შეხვდება, რომელსაც ზუსტად ისეთივე ბალანსი აქვს, როგორიც ქართველს. მონღოლი რიკიში ლევანის მსგავსად კაჩიკოშის, ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად იბრძვის. წლის ბოლო სუპერტურნირის დასრულებამდე სამი დღე რჩება. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევან გორგაძეს ორი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

კიუშუ ბაშოს 11 მოგებით და ერთი მარცხით კომოსუბი ტაკაკეიშო ლიდერობს. მას ერთი მოგებით ჩამორჩება ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე – ოძეკი ტაკაიასუ.