ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მარტო რომ დაგვეტოვებინა, ქვეყანას თავზე დაგვამხობდნენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას
ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მარტო რომ დაგვეტოვებინა, ქვეყანას თავზე დაგვამხობდნენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის ინიციატივა დამოუკიდებელ დეპუტატებსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს ჩვენს თავზე რომ არ აგვეღო და ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მარტო დაგვეტოვებინა, ქვეყანას თავზე დაგვამხობდნენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევა გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკუთარ თავზე აიღეს ქვეყნის მომავლისთვის.

„იმედია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც გავა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არჩევანი და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალს პასუხისმგებლობით უდგებიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.