ლევან გაჩეჩილაძე - მოსული ვარ თქვენი თავისუფლებისთვის
ლევან გაჩეჩილაძე - მოსული ვარ თქვენი თავისუფლებისთვის

ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა, ამიტომაც მოვედი აქ, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის 1200-მდე ინტერვიუ აქვს მიცემული.

„მოსული ვარ თქვენი თავისუფლებისთვის. არცერთი დღე ჩემი მეგობრების, თანამოაზრეების ბრძოლისა არ ყოფილა ისე, რომ ძალადობის წინააღმდე დიდი ძალისხმევა არ ყოფილიყო. არაფერი ღირს ქვეყანაზე იმად, რომ დათმობილ იქნას ჩემი და სხვისი თავისუფლება და განსაკუთრებით, ჩემი საქართველოს თავისუფლება. ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა. ამიტომაც მოვედი აქ. შვიდ  ნოემბერთან დაკავშირებით, 1200 ინტერვიუ მაქვს მიცემული”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„მე ვიცავ თავისუფლებას’’ ლოზუნგით დღეს რუსთაველის გამზირზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.როგორც აქციის წევრები განმარტავენ, შეკრების მთავარი მიზანია, მოსახლეობას წინა ხელისუფლების მმართველობის წლები შეახსენონ. დღესვე რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას –„გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.