ლევან ელოშვილი ავსტრიელთა ფოკუსში - ქუჩის ფეხბურთელის გზა, რომელმაც დევნილი ბიჭი პროფესიონალურ ფეხბურთამდე მიიყვანა #1TVSPORT
ლევან ელოშვილი ავსტრიელთა ფოკუსში - ქუჩის ფეხბურთელის გზა, რომელმაც დევნილი ბიჭი პროფესიონალურ ფეხბურთამდე მიიყვანა #1TVSPORT

ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში 15 ტური გაიმართა. ამით, მე-2 ლიგის პირველი ნახევარი დასრულდა და პოპულარულმა ვებგგვერდმა LAOLA1-მა საუკეთესო მოთამაშეები შეაფასა. პოპულარულმა გვებგვერდმა ორი მოთამაშის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, ერთი მათგანი „ამსტეტენის“ თავდამსხმელი ფილიპ შელენეგერია, რომელმაც საშემოდგომო ეტაპი საკმაოდ შედეგიანად ჩაატარა და 15 მატჩში 7 გოლით გუნდს ლიდერებში დაწინაურებაში დაეხმარა.

მეორე მოთამაშე, რომელმაც LAOLA1-ის ყურადღება მიიქცია, „კაპფენგერის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ლევან ელოშვილია. პოდკასტში ჟურნალისტები, იოჰანეს კრისტოფერიხი და ჰარალდ პრანტლი საუბრობენ ტიპურ ქუჩის ფეხბურთელზე, მის განვითარებასა და პერსპექტივაზე.

„მეორე მოთამაშე, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, ლევან ელოშვილია – ქართველი, რომელიც ავსტრიაში დევნილის სტატუსით ჩავიდა. მისი გულისშემძვრელი და დაუჯერებელი ისტორია გულგრილს არავის დატოვებს. ლევან ელოშვილმა მე-2 ლიგის გუნდებში, ჯერ „ადმირას“, შემდეგ კი „კაპფენბერგერის“ შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა.

24 წლის ქართველს პროფესიულ ფეხბურთთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ ჰქონია. ის მოზარდობის პერიოდში მშობლებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოდან დევნილის სტატუსით ჩავიდა. იყო დრო, როცა ის თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკიდან საცდელ ვარჯიშზე ველოსიპედით დადიოდა. ლევანს ჯერ კიდევ არ აქვს ავტომობილის მართვის მოწმობა, მაგრამ მიიღო ეკოლოგიურად სუფთა მანქანა ბონუსად მას შემდეგ, რაც გუნდთან ბოლო კონტრაქტი განაახლა.