ლევან ჩოხელი UFC-ში მეორე ბრძოლას ისლამ დულატოვის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT

10:25, 21.10.2026

ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი UFC-ში მეორე ბრძოლისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მომდევნო მეტოქე ისლამ დულატოვი იქნება.

ჩოხელისა და დულატოვის დაპირისპირება 5 დეკემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში დაგეგმილ UFC Fight Night-ზე გაიმართება. შეხვედრა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში (77 კგ) შედგება.

30 წლის ლევან ჩოხელმა UFC-ში სადებიუტო შეხვედრა 2026 წლის 20 ივნისს გამართა და ლეონ შაჰბაზიანი პირველივე რაუნდში, 23 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ქართველ მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 15 გამარჯვება და სამი მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ მან 12 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო.

რაც შეეხება 28 წლის ისლამ დულატოვს, მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და ერთი მარცხია. მან UFC-ში პირველი ბრძოლა 2025 წლის ივლისში გამართა და ადამ ფიუჯიტი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. დულატოვს მომდევნო შეხვედრა 2026 წლის ივლისში ველინგტონ თურმანთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბრძოლა გაუქმდა.

მსგავსი