ლევან ჩილაჩავა რაგბის ჩემპიონთა თასის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ლევან ჩილაჩავა რაგბის ჩემპიონთა თასის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

რაგბის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ და გათამაშებას გამოეთიშა. გასულ უქმეებზე ქართველის გუნდი ინგლისში „ექსეტერთან“ დამარცხდა (3:40). ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ტურის შემდეგ ლევან ჩილაჩავა კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„მიუხედავად „ექსეტერთან“ ასეთი ანგარიშით წაგებისა, „კასტრის“ შემადგენლობაში კარგი შეხვედრა ჩაატარა ლევან ჩილაჩავამ – მან მეტოქეებს რადენიმე შეცდომა დააშვებინა“, – ასე ახასიათებს ქართველი მორაგბის თამაშს epcrugby.com-ი.