ლევან ბერიშვილი წყალბურთელების ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯებს
ლევან ბერიშვილი წყალბურთელების ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯებს

გამოცდილი ქართველი არბიტრი პრესტიჟულ ტურნირზე საერთაშორისო ფედერაციამ მიიწვია. კონკრეტულად კი ლევან ბერიშვილი ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 სეზონის ფინალურ ეტაპს (მეოთხედფინალები, ნახევარფინალები, ფინალი) განსჯის. მატჩები 6-8 ივნისს ჰანოვერში გაიმართება.

ლევან ბერიშვილმა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე აქამდე 2018 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე და 2019 წლის ევროთასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე იმსაჯა.