ლევან ბეჟაშვილი - ერთია ციხის ჯალათობა და მეორე არის მათი ოჯახის წევრები, შვილები, მათ მიმართ მოქმედებები ჩემთვის არამართლზომიერია
ლევან ბეჟაშვილი - ერთია ციხის ჯალათობა და მეორე არის მათი ოჯახის წევრები, შვილები, მათ მიმართ მოქმედებები ჩემთვის არამართლზომიერია

​ერთია ციხის ჯალათობა და მეორე არის მათი ოჯახის წევრები, შვილები, მათ მიმართ მოქმედებები ჩემთვის არამართლზომიერია, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული, მსგავსი წარწერებით.

„მთავარი არის, რომ გოგა ორდენიძე, როგორც ამ სისტემის ახალი ჯალათი, კიდევ ინარჩუნებს თანამდებობას და „ქართულ ოცნებას“ არ ეყო პასუხისმგებლობა, რომ გაეთავისუფლებინა თუნდაც ეს ადამიანი.

მაგრამ ერთია მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, მისი ჯალათობა და მეორე არის ოჯახის წევრები, შვილები და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ამ მხრივ ასეთი მოქმედებები პირადად ჩემთვის არამართლზომიერია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არანაირად არ ამცირებს იმ დანაშაულებრივ საქმიანობას, რასაც ის სჩადის ციხის ადმინისტრაციაში“, – აცხადებს თემაზე საუბრისას ლევან ბეჟაშვილი.