„ლევადიას” მწვრთნელი - ჩვენი მიზანი ბეგლარიშვილის ბომბარდირობა არ იყო #1TVSPORT
„ლევადიას” მწვრთნელი - ჩვენი მიზანი ბეგლარიშვილის ბომბარდირობა არ იყო #1TVSPORT

არც „ლევადიას“ სამწვრთნელო შტაბს და არც გუნდის ფეხბურთელებს არ ჰქონდათ მიზანი, რომ კლუბის ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, – ამის შესახებ ესტონურ მედიასთან „ლევადიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვასილიევმა განუცხადა.

მიმდინარე ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილმა 24 გოლი გაიტანა, ხოლო „პაიდეს“ ფორვარდმა ანრი ანიერმა 26 და წლის მეგოლის პრიზს მიიღებს. მესამეზე „ფლორას“ თავდამსხმელი რაუნო საპინენი 23 გოლით გავიდა.

„ჩვენ გუნდისთვის ვთამაშობთ, მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ბეგლარიშვილს მესამეს გატანაც შეეძლო, თუმცა პენალტის დარტყმის უფლება სხვას დაუთმო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ლევადიაში“ სტატისტიკას არავინ მისდევდა. პირველ ადგილზე ყველა გუნდს და მის შედეგებს აყენებდა. ჩვენ არ გვაინტერესებდა ვინ გაიტანს. დარწმუნებული ვარ, ბეგლარიშვილის სტატისტიკისთვის გუნდში არავინ თამაშობდა“, – განაცხადა ვლადიმერ ვასილიევმა.

საინტერესოა, რომ ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში 120 გოლი გაიტანა. ბეგლარიშვილმა ყველაზე მეტჯერ „პაიდეს“ გაუტანა – 14 გოლი. ამას გარდა, 12-12-ჯერ ტარტუს „ტამეკის“ და ვილიანდისტულევიკის“ მეკარეები დაამწუხრა.