„ლევადიის“ მთავარი მწვრთნელი – „იბერიასთან“ მატჩისთვის კარგად ვიყავით მომზადებულები, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო #1TVSPORT
თბილისის „იბერიასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ფრედ დასრულების (2:2) და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ „ლევადიის“ მთავარმა მწვრთნელმა, კურო ტორსემა „მიხეილ მესხი არენაზე“ შეხვედრა შეაფასა.
„ძალიან რთული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით – პირველი ნახევარი. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც მიზნად დავისახეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.
რა იყო ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი? ყველა ასპექტში კარგად ვიყავით მომზადებულები – ტაქტიკურად, ფიზიკურად და თამაში კარგად ჩავატარეთ. იღბალიც ჩვენს მხარეს იყო“.