„ლესტერმა“ მოგებების სერია შეწყვიტა
„ლესტერმა“ მოგებების სერია შეწყვიტა

ბრენდან როჯერსის „ლესტერმა“ შინ „ნორვიჩს“ ვერ მოუგო და ზედიზედ რვა გამარჯვების შემდეგ პირველი ქულები დაკარგა.

მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ტეემუ პუკიმ ბუენდიას გადაცემით ისარგებლა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე ტიმ კრულმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მეორე ტაიმში, „ლესტერის“ მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ბრენდან როჯერსის გუნდმა ორი ქულა დაკარგა.

„ლესტერი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე რჩება, თუმცა „ლივერპულს“ ახლა უკვე 10 ქულით ჩამორჩება.