„ლესტერის“ ლეგენდამ ჯეიმი ვარდიმ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა #1TVSPORT
„ლესტერის“ ლეგენდამ ჯეიმი ვარდიმ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა #1TVSPORT

„ლესტერის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

38 წლის ინგლისელმა ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო თავის გულშემატკივრებს.

ვარდი „ლესტერში“ 2012 წლიდან თამაშობდა და მის შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონატი, ინგლისის თასი და სუპერთასი. ამ სეზონში მან 32 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სულ ვარდიმ „ლესტერში“ 496 მატჩი ჩაატარა და 198 გოლი მიითვალა.

„ლესტერმა“ ამ სეზონში ვადაზე ადრე დაკარგა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი და მომდევნო წელს ჩემპიონშიფში ითამაშებს.