ლესტერის ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრენდან როჯერსი მოიაზრება
ლესტერის ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრენდან როჯერსი მოიაზრება

ლესტერ სიტის ახალი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ბრენდან როჯერსი გახდება. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა სკაის პორტსი (Sky Sports) ავრცელებს.

ოფიციალურად როჯერსი ჯერ კიდევ გლაზგოს სელტიკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩება, თუმცა მან უკვე მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას და შეატყობინა, რომ წასვლა სურს. როგორც ირკვევა, შოტლანდიური გუნდის მესვეურებმა მას ლესტერთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება დართეს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ლესტერში გადასვლის შემთხვევაში, როჯერსი თავის ამჟამინდელ ასისტენტებს, კრის დევისსა და კოლო ტურესაც წაიყვანს.

როგორც ჩანს, ინგლისის 2015-16 წლების სეზონის ჩემპიონსა და როჯერსს შორის მოლაპარაკებები სერიოზულ სტადიაშია, რადგან, როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ჰარტსის წინააღმდეგ შოტლანდიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩში სელტიკს მოედანზე მეორე მწვრთნელი, ჯონ კენედი გაიყვანს.