ლესტერი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას განიხილავს
ლესტერი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას განიხილავს

ლესტერის ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რობერტო მარტინესი, ბრენდან როჯერსი და რაფაელ ბენიტესი განიხილებიან, თუმცა კლუბი სეზონის დასრულებამდე დროებითი დამრიგებლის დანიშვნის ვარიანტსაც განიხილავს, იუწყება სკაი სპორტსი (Sky Sports).

გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატი ამჟამად დაკავებულია, ლესტერის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათთან მოლაპარაკება საკმაოდ დიდ დროს წაიღებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი კლოდ პიუელი გასულ კვირას უარყოფითი შედეგების გამო გაანთავისუფლეს: გუნდმა ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო და 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.