„ლესტერი“ ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს 30 მილიონად ყიდულობს #1TVSPORT
„ლესტერი“ ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს 30 მილიონად ყიდულობს #1TVSPORT

„ზალცბურგის“ ფორვარდი პეტსონ დაკა „ლესტერში სათამაშოდ გადადის.

„გადავდივარ ინგლისში, კერძოდ, „ლესტერში“. ზალცბურგი ჩემი მეორე სახლი გახდა, მე აქ შესანიშნავი დრო გავატარე.

მოხარული ვიქნები აქ დაბრუნებით, მაგრამ პრემიერლიგა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისური კლუბი დაახლოებით 30 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს ახალი სატრანსფერო რეკორდია ავსტრიის ჩემპიონატისთვის. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა ნაბი კეიტას, რომელიც „ზალცბურგიდან“ „ლაიპციგში“ 2017 წელს 29.75 მილიონ ევროდ გადავიდა.

გასულ სეზონში ზიმბაბველი დაკა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 28 მატჩში 27 გოლი გაიტანა.