ლესოთოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ლესოთოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლესოთოში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ლესოთოს ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან და საუდის არაბეთიდან ჩასულ ადამიანებს ტესტირება ჩაუტარეს, 81 ტესტიდან კი, ერთი დადებითი აღმოჩნდა.

ლესოთო სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც „კოვიდ-19“ ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.