L'Équipe - მიქაუტაძე „მეცში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უქმეებზე საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ ითამაშებს #1TVSPORT
L'Équipe - მიქაუტაძე „მეცში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უქმეებზე საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ოთხშაბათს „მეცში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, სადაც ამსტერდამის „აიაქსიდან“ იჯარით გადავიდა და 5 იანვარს საფრანგეთის თასზე ითამაშებს – ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.

„გასულ სეზონში „მეცი“ ლიგა 1-ში დაწინაურდა. ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ კლუბში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და შემდგე ამსტერდამის „აიაქსს“ შეუერთდა. თუმცა ეს ნაბიჯი წარუმატებელი გამოდგა.

ეს წარუმატებელი იყო „მეცისთვისაც“ – მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ამ გარიგებაში ნიდერლანდული კლუბისგან 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა, მიქაუტაძის შემცვლელი კარგი გოლეადორი ვერ მოძებნა. აგვისტოში წასვლის მიუხედავად, ქართველი ამ სეზონში გატანილი 2 გოლით მაინც „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია.

მისი გახსნა არ გამოუვიდა „აიაქსს“, რომელმაც მიქაუტაძე ამ სეზონში ყველა შეჯიბრში სულ რაღაც ექვს მატჩში გამოიყენა და ქართველი თავდამსხმელიც დაზარალდა, რადგან ნიდერლანდურ კლუბში ვერ განვითარდა.

სანამ „მეცში“ დაბრუნდება, მიქაუტაძე სამედიცინო შემოწმებას ლოთარინგიაში ოთხშაბათს, ნაშუადღევს გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული და ნიდერლანდური კლუბები ჯერ კიდევ ტრანსფერის მუდმივ საფუძველზე გაფორმების ვარიანტს განიხილავენ, მიქაუტაძეს შეუძლია, ამ უქმეებზე „კლერმონთან“ საფრანგეთის თასის მატჩი თამაშის უფლება მიიღოს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალურ შეხვედრას „მეცი“ „კლერმონთან“ 5 იანვარს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.