L’Équipe – ლუის ენრიკემ პსჟ-ში მუდმივი როტაცია შემოიღო, გარანტორებილი ადგილები აღარ არის #1TVSPORT

15:41, 20.09.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილების გაუქმების შესახებ გამოაცხადა – გუნდში მუდმივი როტაცია დაინერგება. იტყობინება გაზეთი L’Équipe.

წყაროს ცნობით, გუნდის ლიდერები (მათ შორის, უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია) სუსტი თამაშის შემთხვევაში შეიძლება უკვე შესვენებაზე შეცვალონ, ასევე ტრიბუნებზე დატოვონ ან იძულებითი დასვენება მისცენ. გამონაკლისია მხოლოდ ნახევარმცველი ვიტინია – ის მთავარი მწვრთნელის სათამაშო სტილის გარანტად მიიჩნევა.

ამგვარი პოლიტიკის მიზანია – ვარსკვლავების გამოყვანა კომფორტის ზონიდან, აგრეთვე მეტოქეებისთვის მოულოდნეობის ეფექტის შენარჩუნება. ამასთან, კლუბში სავარაუდო რისკსაც აცნობიერებენ: მკაცრმა როტაციამ შეიძლება ვარსკვლავების უკმაყოფილება და ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ, საერთო ჯამში, ფეხბურთელები იღებენ ლუის ენრიკეს მიდგომას.

მსგავსი