L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ დონარუმას გაშვებისთვის მზად არის #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, გაყიდოს ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა L’Equipe-ი. კონტრაქტი იტალიელ ფეხბურთელთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს კილიან მბაპესთან დაკავშირებული სიტუაციის გამეორება, როცა ის უფასოდ გადავიდა მადრიდის „რეალში“. დონარუმამ რამდენჯერმე უარყო ახალ კონტრაქტზე პსჟ-ის შეთავაზება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ იტალიელის მიმართ დაინტერესებას იჩენენ „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“.
2024-25 წლების სეზონში დონარუმამ 47 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 43 გოლი გაუშვა. მის ანგარიშზე 17 „მშრალი“ მატჩი იყო.