L’Équipe - ფრანგულ ლიგა 1-ში საჩემპიონო პლეი ოფის შემოღებას აპირებენ #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატში, შესაძლოა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში პლეი ოფი შემოიღონ. როგორც გაზეთ L’Équipe წერს, ლიგა 1-ში რეფორმები იგეგმება და ერთ-ერთი სიახლე შეიძლება გახდეს მინიტურნირი ოთხ უძლიერეს გუნდს შორის სეზონის ძირითადი ნაწილის შედეგების მიხედვით. სწორედ ეს ტურნირი გაარკვევს ქვეყნის ჩემპიონს.
იტყობინებიან, რომ ეს რეფორმა მიმართულია ლიგა 1-ში ინტრიგის ამაღლებისკენ, რადგან ტურნირმა ბოლო წლებში დაკარგა ინტერესი კომერციული თვალსაზრისით. წყაროს ცნობით, ოთხგუნდიანი მინიტურნირი ორი ნახევარფინალისა და ფინალისგან იქნება შემდგარი.
ელოდებიან, რომ ყველა კლუბი დადებითად არ შეხვდება ამ იდეას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სეზონში მატჩების რაოდენობის გაზრდა.