ლეონიდ სლუცკი კვარაცხელიაზე - კვარაცხელია ზრდასრული ფეხბურთელია, მისი ფასი გაიზრდება
ლეონიდ სლუცკი კვარაცხელიაზე - კვარაცხელია ზრდასრული ფეხბურთელია, მისი ფასი გაიზრდება

ხვიჩა კვარაცხელიას განვლილი სეზონი, ახალგაზრდა ქართველის პერსპექტივა და შესაძლო ტრანსფერი – ამის შესახებ სპორტულ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესთან“ ვრცელ ინტერვიუში ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ილაპარაკა.

„კვარაცხელია თავისი ასაკობრივი კატეგორიიდან გავიდა და უნდა შეფასდეს არა როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, არამედ უბრალოდ, როგორც ზრდასრული ფეხბურთელი. ჰოლანდიაში შევეჩვიე, რომ 18 წლის მოთამაშეს ახალგაზრდად არავინ თვლის. კვარაცხელია სეზონის განახლების შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშე და „რუბინის“ ყველაზე ნათელი და საინტერესო ფეხბურთელი. ეს გამოიხატება მარგი ქმედების კოეფიციენტით, მისი ამჟამინდელი დონით და იმ თვისებებით, რომლებსაც მოედანზე გარანტირებულად აჩვენებს“ – აცხადებს სლუცკი.

ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ქართველის სატარნსფერო ფასზეც ილაპარაკა: „თუ კვარაცხელიას თაობაზე სუპერშეთავაზება იქნება, კლუბი მას განიხილავს. ლოგიკურად და ხვიჩას ასაკის გათვალისწინებით კი მისი სატრასფერო ფასი უნდა გაიზარდოს“.