ლეონიდ სლუცკი კვარაცხელიას წასვლისთვის ემზადება - ორი ვარიანტი გვაქვს, ხვიჩას დარჩენისა და მისი წასვლის შემთხვევებისთვის #1TVSPORT
რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა ყაზანურ კლუბში უცხოელი ფეხბურთელების ლიმიტზე და ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ვითარებასა და გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე.
„ამ დროისთვის ლეგიონერების რაოდენობით ლიმიტს ვაჭარბებთ, რადგან ჩვენთან 11 უცხოელი ვარჯიშობს – მათ შორისაა კვარაცხელია. ჩვენ გვესმის, რომ საჩემპიონატო განაცხადში მხოლოდ რვა მათგანის შეყვანას შევძლებთ. ვინ იქნება ეს სამი, ვინ საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდება, ჯერ არ ვიცით. რომ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის წინადადებების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ჩვენს წამყვან მოთამაშეებს მოუვათ. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ ამ რისკებს და ვამზადებთ ვარიანტებს, რომლებიც გვექნება როგორც კვარაცხელიას დარჩენის, ასევე მისი წასვლის შემთხვევაში“, – განაცხადა სლუცკიმ.
„რუბინის“ მწვრთნელის თქმით, ქართველ ლეგიონერს ახლა აქვს პრობლემები უკანა კუნთის ტრავმასთან დაკავშირებით, რომელიც მას გასული სეზონის ბოლოს ჰქონდა.
„ჩვენ ახლა დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ხვიჩა კი ერთჯერად რეჟიმში მუშაობს და დღეს ჯგუფში მხოლოდ საღამოს დაიტვირთება, დილით კი ტესტ-გარბენს ჩააბარებს“, – თქვა სლუცკიმ.