ლეონიდ სლუცკი - არაფერი ვიცი „ტოტენჰემის“ დაინტერესებაზე, კვარაცხელიას აგენტს მიმართეთ #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლიცკის კომენტარი ჩამოართვეს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი გრანდი, „ტოტენჰემი“ დაინტერესდა.
უფრო ზუსტად – ქართველი ფეხბურთელის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა ყაზანის კლუბის ქართველი ნახევარმცველის აგენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „ტოტენჰემ ჰოტსპური“ ხვიჩა კვარაცხელიათია დაინტერესებული.
„ხვიჩას „ტოტენჰემში“ გადასვლის შესახებ მე არაფერი ვიცი. როგორც წესი, მისი აგენტი საუბრობს ამ თემაზე. უმჯობესია მას მივმართოთ“, – ციტირებს სლუცკის გამოცემა „ჩემპიონატი“.
არადა, საინტერესო ისაა, რომ სლუცკის და კვარაცხელიას ერთი აგენტი ჰყავთ, რაც მარტში გახდა ცნობილი. ინგლისურ კლუბებთან მოსალაპარაკებლად, ქართველი მოთამაშის მენეჯერი მამუკა ჯუღელი კრისტიან ემილეს დაუკავშირდა.
კრისტიან ემილე კი ლეონიდ სლუცკის აგენტია და თავის დროზე ევროპაში გადასასვლელად დაეხმარა და სწორედ მისი დახმარებით გახდა ინგლისური „ჰალ სიტისა“ და ნიდერლანდური „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელი.
კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას ავტორიტეტული საერთაშორისო პორტალი Transfermarkt 18 მილიონ ევროდ აფასებს.