ლეონიდ სლუცკი - ანანიძე „ვიტესში“ ორმაგი დაბეგვრის გამო არ გადმოვიდა
ლეონიდ სლუცკი - ანანიძე „ვიტესში“ ორმაგი დაბეგვრის გამო არ გადმოვიდა

„ვიტესის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც არნემულმა კლუბმა „სპარტაკის“ ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ვერ დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ მოგვიანებით ხელშეკრულება სამარას „კრილია სოვეტოვთან“ გააფორმა. სლუცკის ინტერვიუ სამარის „კრილია სოვეტოვის“ ყოფილი ფეხბურთელის, ევგენი სავინის „იუთუბ“ (Youtube) არხმა „კრასავამ“ (КраСава) ჩამოართვა.

„ზამთარში შესაძლებელი იყო, რომ ანანიძე დაგვემატებინა. მაგრამ ორმაგი დაბეგვრის სისტემის გამო ვერ შემოგვიერთდა. მას ხელფასის ნაწილს „სპარტაკი“ გადაუხდიდა, თუმცა რუსეთსა და ნიდერლანდებში სრულიად განსხვავებული საგადასახადო სისტემებია და ეს შეთანხმება ვერ დასრულდა. ჰოლანდიაში შემოსავლის 51 პროცენტია გადასახდელი, რუსეთში – 13 %. ჰოლანდიის კანონმდებლობის თანახმად კი, ადამიანი არ შეიძლება ერთდროულად რუსეთშიც დაიბეგროს და აქაც“ – განაცხადა სლუცკიმ ინტერვიუში.