ლეონარდო – მბაპესთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ჯერ არ ვისაუბრებ

15:07, 10.07.2019

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ფრანგულ გამოცემა „პარიზიენისთვის“ (Le Parisien) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კილიან მბაპეს კონტრაქტის გაგრძელების პირობას ამ ეტაპზე ვერ მისცემს.

„მბაპესთან კონტრაქტის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი ახლა არ დგას. მე პირობებს არასოდეს ვიძლევი ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ამ კლუბში მხოლოდ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს და მეორეც, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მიცემულ პირობას შევასრულებ“, – ამბობს ლეონარდო.

ბრაზილიელმა ირიბად მბაპესა და ნეიმარს შორის განსხვავებაზეც ისაუბრა, როდესაც 20 წლის ფრანგი წინასასეზონო ვარჯიშებისადმი სერიოზული მიდგომისთვის შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა პირველი ვარჯიში თითნებურად გააცდინა, რისთვისაც კლუბისგან კრიტიკა დაიმსახურა.

მსგავსი