ლეონარდო ბონუჩი, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს - „უნიონის“ მცველით „რომა“ დაინტერესდა #TVSPORT
ლეონარდო ბონუჩი, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს - „უნიონის“ მცველით „რომა“ დაინტერესდა #TVSPORT

ბერლინის „უნიონის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი „რომას“ სატრანსფერო სამიზნეა. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში კვლავ ვიხილოთ.

იუწყებიან, რომ ფეხბურთელსა და „რომას“ შორის მოლაპარაკება აქტიურ ეტაპზეა და გარიგება, სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოხერხდება.

ლეონარდო ბონუჩი „უნიონის“ რიგებს წელს შეუერთდა, ბერლინურ გუნდში სულ ათი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის ავტორი გახდა.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლეონარდო ბონუჩი სხავდასხვა დროს „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა.