ლეონარდო ბონუჩი შეიძლება ბუნდესლიგაში გადავიდეს #1TVSPORT

08:30, 22.08.2023
ALLIANZ STADIUM, TORINO, ITALY - 2023/05/14: Leonardo Bonucci of Juventus Fc  looks on during the Serie A football match between Juventus Fc and Us Cremonese. Juventus Fc wins 2-0 over Us Cremonese. (Photo by Marco Canoniero/LightRocket via Getty Images)

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც ვერ მოხვდა კლუბის განაცხადში 2023-24 წლების სეზონისთვის, შესაძლოა, კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს, – ამის შესახებ წერს Sky Sport Italia.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბონუჩის კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა – ბერლინის „უნიონი“ და რომის „ლაციო“. წყაროს ცნობით, ორშაბათს ბონუჩის წარმომადგენლები ისევ დაუკავშირდნენ გერმანული კლუბის ხელნძღვანელობას პირადი კონტრაქტის დეტალების განსახილველად.

მეორე მხრივ, „ლაციომ“ ვერ მიაღწია რეალურ პროგრესს და, როგორც ჩანს, არ მიიჩნევს ბონუჩის თავის პრიორიტეტად.

თუ ეს მოცემულობა არ შეიცვლება, ცენტრალური მცველი, დიდი ალბათობით, შეუერთდება გერმანულ კლუბს და პირველად ითამაშებს იტალიის ფარგლებს გარეთ.

მსგავსი